Vaja pshavela biography qartulad multfilmebird

ვაჟა-ფშაველა

ძიება


საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი.

ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჩასწორება

ოფიციალური სახელი:ლუკა რაზიკაშვილი
სხვა სახელი:ვაჟა-ფშაველა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1862
გარდაცვ.

თარიღი:

27 ივლისი, 1915  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რაიონი. 

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში.

1877 - 1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში; შემდეგ გორის სემინარიაში. 1883 - 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" – 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" – 1881 წელს ("იმედი", № 3 – 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" – 1881 წელს ("დროება", № 184).

მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი; ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა.

ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი"(1888-1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.; დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894); იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს "ლაშარობა" (1888), "ფშავლები"– "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ვაჟა-ფშაველა თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებულია სხვა თარიღი - 1861 წლის 14 ივლისი (ძველი სტილით). ამის საფუძველია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სოფელ ჩარგლის წმინდა გიორგის ეკლესიის 1861 წლის მეტრიკული წიგნი. მწერალმა ამ საკითხს 1912 წლის N584 "სახალხო გაზეთში" სპეციალური პუბლიკაცია უძღვნა: "მცირე შენიშვნა".

წყარო: მცირე შენიშვნა / ვაჟა-ფშაველა / თხზულებათა სრული კრებული : 10 ტომად //ტ.

9 : პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები.-თბ.,1964.-გვ.332; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.296; საქართველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge

ბიბლიოგრაფია

  • აფორიზმები (ავტორი). - თბილისი, გრიფონი, 2011. - 188გვ. . - ISBN: 978-9941-9235-7-9
  • სტუმარ-მასპინძელი (ავტორი). - თბილისი, ანბანი, 2011.

    - 280გვ. . - ISBN: 978-99940-24-80-3

  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2009. - 104გვ.. - ISBN: 978-99940-55-72-2
  • საყმაწვილო თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 182გვ.
  • პოემები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 672გვ.
  • შვლის ნუკრის ნაამბობი : მოთხრობა (ავტორი).

    - თბილისი, ხელოვნება, 1988. - 25გვ.

  • თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 781გვ.

 

Copyright ©dadveil.e-ideen.edu.pl 2025